09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ბარაკ ობამას შეფასებით, პუტინმა სპონტანური გადაწყვეტილებით რუსეთი იზოლაციაში მოაქცია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფიქრობს, რომ პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით კონკრეტული სტრატეგია მომზადებული არ ჰქონდა.

პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონში რუსეთის ინტერესებზე ტელეკომპანია CNN-ს ინტერვიუში ესაუბრა. მისი თქმით, ყირიმის ანექსია სულაც არ არის მომგებიანი რუსეთისთვის. ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, რითაც თავი იზოლაციაში მოიქცია.

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ გადატვირთვის პოლიტიკა გამოვაცხადეთ და გვქონდა კარგი სამუშაო ურთიერთობები ბატონ მედვედევთან. შედეგად, რუსეთის ეკონომიკა იზრდებოდა და მათ ჰქონდათ მისი დივერსიფიკაციის საშუალება. ასევე, ჩვენი მხარდაჭერით, ისინი გახდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებიც. თუმცა უკრაინასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც არ იყო რაღაც დიდი სტრატეგიის ნაწილი, არამედ სპონტანური პასუხი კიევში მეიდანზე განვითარებულ მოვლენებზე, ის აღმოჩნდა მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი არის იზოლირებული," - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები