09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
ჩიკაგოში, ძლიერი შტორმის გამო, ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა

შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დიდთოვლობის გამო, ათასზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. 

ჩიკაგოში ძლიერი შტორმის შედეგად ორივე აეროპორტმა შეწყვიტა მუშაობა. დაიხურა ყველა საჯარო დაწესებულება.

შეერთებული შტატების ამინდის პროგნოზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, თოვლის საფარმა შესაძლოა ნახევარ მეტრს გადააჭარბოს. ქვეყანაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე საათში 70 კილომეტრს მიაღწევს.

შტორმი ჩიკაგოდან აღმოსავლეთით გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები