03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის შესახებ

46 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ზეწოლის ფაქტებს უარყოფს. კომენტარი ამ თემაზე დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა.

„არასამთავრობო სექტორში ურთიერთ კრიტიკის მაგალითები აქამდეც ყოფილა. ჩემი აზრით, ზედმეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ საკითხზე, ხელისუფლების არც ერთი შტოდან არ გამიგია რაიმე კრიტიკა ამ სექტორის მიმართ,“ - განაცხადა აგულაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიორგი გაბაშვილი კი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების ყველა შტოს კონტროლის შემდეგ, ამჯერად არასამთავრობო სექტორის მართვა აქვს გადაწყვეტილი და სწორედ ამის დადასტურებაა მისი განცხადება.

„ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ივანიშვილი, რომელიც ფლობს და განკარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაში, ეხლა უნდა მას გააკონტროლოს სამოქალაქო სექტორი და ამისთვის არ იშურებს ძალისხმევას,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღის ამბები