09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
აშშ-ს უკრაინის იარაღით დახმარების საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია

უკრაინის იარაღის სახით დახმარების გაწევას შეერთებული შტატები ერთ-ერთ საშუალებად ისევ განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

"მუდმივი შეფასების პროცესში ვართ, როცა საქმე უკრაინასთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას ეხება. ჩვენ ისევ კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრაზე ვახდენთ კონცენტრირებას და განვიხილავთ იმ გზებს, რომელიც მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს. ხოლო, რაც შეეხება სამხედრო იარაღით შესაძლო დახმარების საკითხს, სხვადასხვა საშუალება ისევ რჩება განხილვის პროცესში, თუმცა მხედველობაში ვიღებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ეტაპზე შიდა მსჯელობების თაობაზე ვერაფერს გეტყვით," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენ როდსი კი CNN-თან კომენტარში აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღით დახმარება დაძაბულობას ვერ მოაგვარებს.

პარალელურად, უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე 28 უკრაინელი სამხედროს დაკარგვასთან დაკავშირებით.

აეროპორტთან სეპარატისტებთან ბრძოლას არმიის ჯარისკაცები ისევ განაგრძობენ. უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას ემსხვერპლა იჩქერიის გენერალი ისა მუნაევი, რომელიც პუტინის პირადი მტრის სახელით იყო ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები