09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
უამინდობამ აშშ-ში სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა

შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში ყინვა და დიდთოვლობაა. თოვლმა და ქარბუქმა ჩიკაგოს აეროპორტში ასობით რეისის გადადება გამოიწვია.

შეფერხებით მოძრაობს ტრანსპორტიც. მოხდა რამდენიმე საგზაო ინციდენტი, თუმცა მსხვერპლის გარეშე.

თოვლი და ქარბუქია ნიუ-იორკსა და ბოსტონშიც. მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ბოსტონელები დღეს სუპერ-თასისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარებას მაინც აპირებენ.

დღის ამბები