09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ევროპარლამენტთან შეიარაღებული პირი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტთან შეიარაღებული პირი დააკავა. სლოვაკი მამაკაცი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მის ავტომობილში ხერხიც აღმოაჩინეს.

უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში ევროპარლამენტის მიმდებარე შენობებში ევაკუაციაც გამოცხადდა.

შეიარაღებულ მამაკაცს ბრალი თავდასხმის მუქარასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედება.

დღის ამბები