03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
შსს საქართველოში ვიზიტორთა იანვრის მონაცემებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 2015 წლის იანვარში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, ვიზიტორთა სამპროცენტიანი კლება დადასტურდა. სულ იანვარში საქართველოში 309 467 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 36 პროცენტი ტურისტული ვიზიტი იყო, 18,8 % - სატრანზიტო, ხოლო სხვა ვიზიტებმა 45,2% შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო ტრანზიტი 9%-ით მეტი.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.

დღის ამბები