09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
7 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი პერმიაკოვს რუსეთში გაასამართლებენ

ვალერი პერმიაკოვს, რომელიც სომხეთის ქალაქ გიუმრიში ერთი ოჯახის 7 წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარნიზონის სასამართლოში გაასამართლებენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სომხეთისა და რუსეთის მხარეებმა რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შედეგად მიიღეს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება სამხედრო ბაზის შესახებ რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული შეთანხმების წესდების მოთხოვნებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ვალერი პერმიაკოვმა დანაშაული 12 იანვარს ჩაიდინა. მან გიუმრის ბაზიდან დეზერტირობის შემდეგ ავეტისიანების ოჯახის 7 წევრი მოკლა. რუსმა ჯარისკაცმა დანაშაული უკვე აღიარა და ის ამ დრომდე 102-ე ბაზაზე რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები