04 მაისი 2024,   17:43
ვრცლად
სტამბოლის სასამართლომ დაკავებული ადამიანის უფლებადამცველები თავდებით გაათავისუფლა

სტამბოლის სასამართლომ დაკავებული ადამიანის უფლებადამცველები თავდებით გაათავისუფლა. 8 აქტივისტს შორისაა ორგანიზაცია "Amnesty International​"-ის თურქული ოფისის დირექტორი იდილ ესერი, ასევე გერმანელი და შვედი უფლებადამცველებიც.

მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, გათავისუფლებულებს არ მოეთხოვებათ მომდევნო მოსმენამდე თურქეთში ყოფნა.

მომავალი სასამართლო სხდომა 22 ნოემბერს ჩაინიშნა. თურქეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებადამცველებს ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები