09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ლიონსა და პარიზის გარეუბნებში ერთდროულად ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოსთან” და ისინი ძირითადად, ახალგაზრდების გადაბირებაზე მუშაობდნენ, რათა შემდეგში სირიაში გაეგზავნათ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ისინი გამოძიებას ჩვენებას აძლევენ.

დღის ამბები