09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
ეკა ზღულაძე უკრაინის საპატრულო პოლიციის კადრების შერჩევით კმაყოფილია

უკრაინის საპატრულო პოლიციაში დასაქმების კანდიდატების უმრავლესობა უმაღლესი განათლების მქონეა, - ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ, Joinfo.ua-ს განუცხადა.

„72%-ს აქვს უმაღლესი განათლება, 30%-ს კარგი და სტაბილური სამსახური, 18% კი მაგისტრანტები და ასპირანტები არიან,“ - განაცხადა ზღულაძემ.

ზღულაძე დარწმუნებულია, რომ უმაღლესი განათლება ერთგვარი გარანტიაა საპატრულო პოლიციის ეფექტური მუშაობისთვის.

შესარჩევი კონკურსი უკრაინაში 6 თებერვლამდე გრძელდება. 28 იანვრის მონაცემებით კი პატრულში სამუშაოს სურვილი 27 ათასზე მეტმა უკრაინელმა გამოთქვა.

უკრაინის მილიციის რეფორმირებას ადგილობრივები დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ და ახალ საპატრულო პოლიციაში მუშაობის სურვილი ისეთმა პირებმაც გამოთქვეს, რომელთაც ძალოვან სტრუქტურებში ადრე არასდროს უმუშავიათ.

დღის ამბები