26 აპრილი 2024,   09:37
ვრცლად
დაკავებისას გარდაცვლილი პავლიაშვილის საქმეზე სამხრე კამერების ჩანაწერებზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, ოჯახი კი დაზარალებულად ცნობას ითხოვს

ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, დარწმუნებულები არიან რომ, ინციდენტის ამსახველი სრული ვიდეომასალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად დამალა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში საპატრულო პოლიციას პაატა პავლიაშვილის გადარჩენა შეეძლო.

გარდა ამისა, გარდაცვლილი პავლიაშვილი ოჯახი შეურაცხყოფილია იმ ვიდეომასალით, რომელიც იმავე ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და სადაც ერთ-ერთი მეზობელი გარდაცვლილის ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გადაფარვა სცადა. პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით მხოლოდ ინციდენტის დაწყება და დასრულებაა გადაღებული. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი კადრები. მათ შორის არ ჩანს არც დაკავების და არც პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტი.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით გამოძიება იმ მიმართულებითაც მუშაობს ხომ არ ჰქონდა ადგილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კადრებზე მანიპულაციას.

ინციდენტში მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობას აგრძელებენ. მათთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს მღებრიშვილის უწყებაში ამ ეტაპზე ვერ ხედავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები