09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფას ნიუ-იორკში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა[ფოტო]

ნიუ-იორკის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ლიანდაგზე გადასულ ორ მანქანას შეეჯახა. შემთხვევას 7 ადამიანი ესმხვერპლა და 12 დაშავდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მისულ მაშველებს მანქანები ავარიის ადგილიდან 10 მეტრზე დახვდათ, მატარებლის რამდენიმე ვაგონს კი ცეცხლი ეკიდა.

სამაშველო სამსახურებმა დროულად მოახერხეს 800-ზე მეტი მგზავრის გამოყვანა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექიმები და მეხანძრეები.

დღის ამბები