09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
"ტრანსაზიას" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა[ფოტო]

მინიმუმ, რვა ადამიანი ემსხვერპლა "ტრანსაზია ეარვეისის" თვითმფრინავის ჩამოვარდნას ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში. თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა. 

ინტერნეტით გავრცელდა ავტომობილის ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ თვითმფრინავის ფრთა ხიდს გამოედო, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

კატასტროფის შემდეგ თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა. ადგილობრივი ავიაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ავიაკატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები მდინარიდან თვითმფრინავის ცხვირის ამოწევას ცდილობენ.

დღის ამბები