26 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
უკრაინის ოპოზიცია რადასთან შეკრებილ დემონსტრანტებს სამოქმედო გეგმას გააცნობს

უკრაინის ოპოზიცია პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს შემდგომ სამოქმედო გეგმას გააცნობს. ლიდერთა მორიგი სიტყვით გამოსვლა ორ საათში დაიწყება.

მიხეილ სააკაშვილმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ზეციური ასეულის საპატივცემულო მემორიალი გახსნეს.

რადას დეპუტატებმა დემონსტრანტთა ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. დოკუმენტს მხარი 226-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ხალხი ელის კონკრეტულ შედეგს და რეაგირებას საზოგადოების მოთხოვნებზე. ეს ის მოთხოვნებია, რომლითაც აქციები დაიწყო. კორუფციასთან ბრძოლა და კანონი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ. არ ვსაუბრობთ სადეპუტატო იმუნიტეტზე. ამ თემით ისევ გრძელდება პოლიტიკური თამაში, მაგრამ ხალხი უკვე დაიღალა მათი თამაშებით. სამი კვირაა, აქ ვართ. ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი იქნება. შევიკრიბებით საღამოს და შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებასაც მივიღებთ,“ - განაცხადა პარტია ახალ ძალთა მოძრაობის წევრმა, ლეონიდ მარსინკოვაკმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები