26 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
საეჭვო გზავნილები დეპუტატების სახელზე - განგაში შოტლანდიის პარლამენტში

შოტლანდიის პარლამენტში ცოტა ხნის წინ განგაში იყო. მიზეზი საეჭვო გზავნილები გახდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების სახელზე მივიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა დეპუტატმა კონვერტი გახსნა, რომელშიც თეთრი ფერის ფხვნილი იყო მოთავსებული. საფოსტო განყოფილებაში კი კიდევ ერთი მსგავსი ამანათი აღმოჩნდა. ორივე პაკეტი ერთი და იგივე პირის მიერ იყო გაგზავნილი.

ინციდენტი სხდომის მსვლელობის დროს მოხდა.

უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტის შენობის ევაკუირება მოახდინა.

საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

დღის ამბები