08 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დაშვების დროს თვითმფრინავის ძრავს ხანძარი გაუჩნდა

შეერთებულ შტატებში თვითმფრინავის ძრავს დაშვების დროს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა სიეტლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა ტერმინალში მყოფმა ადამიანებმა გადაიღეს.

ლაინერი კომპანია "ჰავაის ავიახაზებს" ეკუთვნოდა და გავრცელებული ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არც ერთი მათგანი დაშავებულა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.


დღის ამბები