09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
კანადელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს

კანადელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელსაც ბრალად „ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი და დაჯგუფებების ახალი წევრების მოზიდვა" ედება.

25 წლის ავსო პეშდარის დაკავების ოპერაცია ოტავაში ჩატარდა, რომლის კვალზეც ძალოვნები იმ ორი ეჭვმიტანილის დაკითხვის შემდეგ გავიდნენ, რომლებიც 2 დღის წინ ასევე ოტავაში დააკავეს.

ამასთან, "ისლამური სახელმწოფო" ტერაქტების სერიით ბელგიას დაემუქრა. ამაზე საუბარია იმ წერილში, რომელიც ერთ-ერთმა რედაქციამ ანონიმურად მიიღო.

წერილში აღნიშნულია, რომ ბელგიაში იგივე განმეორდება, რაც მოხდა პარიზში და ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები