09 მაისი 2024,   05:09
ვრცლად
კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს 150 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ნებართვაც მიანიჭა. 150 ათასი ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემთხვევაში, კარმე ფორკადელი გამოძიების დასრულებას თავისუფლებაზე დაელოდება.

უზენაესი სასამართლოს წინაშე ამბოხის მოწყობისა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, კატალონიის პარლამენტის სპიკერთან ერთად, 5 დეპუტატიც წარსდგა. პროკურატურამ მათი დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი დეპუტატი სხდომიდან გაათავისუფლა.

დანარჩენმა ოთხმა წევრმა 25 ათასი ევროს ოდენობის გირაო ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

პროცესის დასრულების შემდეგ, პუჩდემონის გარემოცვის წევრებმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს.

დღის ამბები