09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია, სად არის გადაყვანილი 11 დაკავებული პოლიციელი

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული 11 ყოფილი პოლიციელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მათი ადვოკატები არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რომელ დაწესებულებაში გადაიყვანეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი 11 პირი.

ადვოკატი, დავით ხაჟალია, არ გამორიცხავს, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით დაკავებულ სამართალდამცველებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ.

დაკავებული პოლიციელების უსაფრთხოების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს ადვოკატი, დარეჯან გილაშვილიც და აცხადებს, რომ  გლდანის მე-8-ე დაწესებულებაში მათი გადაყვანა საფრთხეს წარმოადგენს.

ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა, მათ მიმართ პატიმრების მხრიდან გარკევულ ინციდენტს ჰქონდეს ადგილი.

„თითოეულ მათგანს წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე მიმაჩნია და როგორც ადვოკატის, ჩემი თხოვნაც არის, რომ ისინი მოთავსებული უნდა იქნენ სასჯელაღსრულების ნომერ მე-9-ე დაწესებულებაში,“ - აცხადებს დარეჯან გილაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები