09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს უკრაინაში ელოდებიან

უკრაინაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი იწყება. ჯონ კერი ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრას აპირებს.

უკრაინის აღმოსავლეთში კი იერიშები გრძელდება. ქალაქ დებალცევოში ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის ქვეყნის არმიამ კრახი განიცადა ქალაქ უგლეგორსკთან, რომელსაც უკვე სეპარატისტები აკონტროლებენ.

უკრაინისთვის საბრძოლო იარაღით დახმარების საკითხი ისევ აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით სენატში გამართულ მოსმენაზე მომავალმა თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, განაცხადა.

"მე ვემხრობი უკრაინის იარაღით მომარაგებას, ვგულისხმობ საბრძოლო საშუალებებს. რაც შეეხება შეერთებული შტატების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესში ევროპისა და ნატოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეშტონ კარტერმა.

დღის ამბები