09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ტაივანში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია

ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. მაშველებმა წყლიდან თვითმფრინავის ნაწილი ამოიტანეს და შავი ყუთიც იპოვეს. საბორტო ჩანაწერებს სპეციალისტები სწავლობენ.

შემთხვევის ადგილზე მყვინთავთა 60-კაციანი ჯგუფი მუშაობს, ისინი 12 დაკარგულ მგზავრს ეძებენ.

მაშველების დახმარებით ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 15 მგზავრის გადარჩენა მოხერდა. მათ შორისაა 2 წლის ბავშვიც.

ავიაკომპანია "ტრანსაზიას" კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 58 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ტაიპეიში მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მეორე დღეა, მყვინთავთა 60-კაციანი ჯგუფი მუშაობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები