03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
თსუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სთავაზობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სთავაზობს.

პრეზიდენტისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და აკადემიური პერსონალის შუამდგომლობით და თსუ აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით, დღეს წარუდგენს. 

„ირაკლი ბურდული მისი მენეჯერული თვისებებით, მაღალკვალიფიციურობით, აკადემიურობით, პრინციპულობით, აპოლიტიკურობითა და სასამართლო სისტემისადმი პროფესიული სიახლოვით სრულად აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურისადმი წაყენებულ კრიტერიუმებს,“ - ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

დღის ამბები