09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა," - იენს სტოლტენბერგი

ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე განაცხადა.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რეაგირების ძალების კონტინგენტის გაორმაგებასაც გეგმავს.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე. გასული წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატომ რუსეთთან ყოველგვარი პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პოლიტიკური კონტაქტების არხები. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა საერთაშორისო კანონმდებლობის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაზე, ვითარების დესტაბილიზაციაზე აღმოსავლეთ რეგიონებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და პატივი სცეს მინსკის შეთანხმებას,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები