09 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლო სისტემის ინსპექტორს დაამტკიცებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლო სისტემის ინსპექტორს დაამტკიცებს. კონკურსის ორი ეტაპის შემდეგ, კენჭი შერჩეულ 17 კანდიდატს ეყრება.

საბოლოოდ 5 წლის ვადით ხმათა უმრავლესობით ერთი ინსპექტორი უნდა აირჩიონ, რომელიც მოსამართლეთა დისციპლინური დევნის წინა მოკვლევას ჩაატრებს.

დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში სულ 3 საკითხია. 

დღის ამბები