26 აპრილი 2024,   23:56
ვრცლად
ბრიუსელში საპროტესტო გამოსვლები არეულობით და მასშტაბური დაკავებებით დასრულდა

არეულობით და მასშტაბური დაკავებებით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები ბრიუსელში.

ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი ე.წ. აფრიკელი მიგრანტების მონობის წინააღმდეგ მანიფესტაციას მართავდა.

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა დასრულების შემდეგ მომიტინგეთა რიგებს ათობით ადამიანი გამოეყო, რომლებმაც ქალაქში არეულობა მოაწყვეს.

ნიღბიანმა აქტივისტებმა დაარბიეს კაფე-ბარები და ვიტრინები, შეიჭრნენ ბრენდულ მაღაზიებში და იქიდან ძვირფასი ნივთები გაიტაცეს.

ლუიზის გამზირზე პოლიციის ქვედანაყოფების მობილიზება მოხდა, დროებით დაიხურა მეტრო სადგურები. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს და ასზე მეტი ადამიანი დააკავეს.


დღის ამბები