27 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე დაინიშნა - ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება

პრინცი ჰარი ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე დაინიშნა. ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება, თუმცა, თარიღი ჯერ უცნობია. პრინცი ჰარი 33, მისი საცოლე კი 36 წლისაა. წყვილი ახალი სტატუსით დღეს გამოჩნდება მედიის წინაშე და ფოტო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

შვილის ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება პრინცმა ჩარლზმა გაავრცელა, მასში ნათქვამია, რომ ჰარიმ დედოფლის შემდეგ საცოლის შესახებ მშობლებსაც აცნობა და მათგან თანხმობა მიიღო.

ქორწილის შემდეგ წყვილი კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წელიწადნახევარი ხვდებოდნენ და პირველად საზოგადოების წინაშე ერთად კანადაში, "invictus"-ის სპორტული თამაშების დროს გამოჩნდნენ.

დღის ამბები