09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ევროპაში დიდთოვლობაა

სლოვენიაში თოვლისა და ქარბუქის გამო საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია. ქვეყანაში განგაშია გამოცხადებული.

ამინდის გაუარესებამ ხორვატიის საზღვარზე სატვირთო მანქანების მძღოლებს პრობლემები შეუქმნა.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ამინდი დღესაც გაუარესდება.

დიდთოვლობაა იტალიაშიც. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში უამინდობამ სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ქვეყნის სამხრეთში კი წყალდიდობა და მეწყერია.

ამავე თემაზე
დღის ამბები