20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
აშშ-ის ელჩი უარყოფს ინფორმაციას, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში ამერიკული მხარე მონაწილეობდა

ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს შეკითხვები აქვს. ეს განცხადება იან კელიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აშშ-ს ელჩმა დღეს უარყო ინფორმაცია, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში ამერიკული მხარე მონაწილეობდა. ელჩი განმარტავს, რომ ეფ ბი აი-ს ექსპერტები გამოძიების პროცესში მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ ჩაერთნენ და ქართველ სამართალდამცველებს ტექნიკურ დახმარებას ამ დრომდე უწევენ. ამერიკის ელჩისთვის ასევე უცნობია იყო თუ არა ამერიკის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ან იმყოფებოდა თუ არა ის საერთოდ საქართველოში. იან კელის თქმით ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე რომ არაერთი უპასუხო კითხვა არსებობს, ამაზე განცხადება საპარლამენტო ოპოზიციამ რამდენჯერმე გააკეთა. უმცირესობის დეპუტატების თქმით, ეჭვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ნაწილობრივ დაადასტურა, რომ ერთ -ერთი ლიკვიდირებული შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს. ოპოზიციას კითხვები აქვს როგორ მოახერხა საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფმა პირმა ქვეყნის საზღვრის ისევ გადმოკვეთა. „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“ სუს-ის უფროსს პარლამენტში იბარებს.

უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ სუს-ის უფროსის პარლამენტში დაბარება ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. 

დღის ამბები