09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
რუსეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დააკავეს

მოსკოვში დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

რუსეთის მოქალაქე, გენადი კრავცოვი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ კიდევ შარშან დააკავეს. თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, კრავცოვი საიდუმლო ინფორმაციას უცხოეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა. თუმცა, კონკრეტულად რომელ ქვეყანაზეა საუბარი, არ ხმაურდება, რადგან საქმეს "საიდუმლო" გრიფი ადევს.

ცნობილია, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იმავე დანაშაულისთვის ცოტა ხნის წინ რუსეთის სპეცსამსახურებმა მრავალშვილიან დედას, სვეტლანა დავიდოვას და რუსეთის ბირთვული ცენტრის ყოფილ თანამშრომელს, ვლადიმერ გოლუბევსაც, წაუყენეს ბრალი.

დღის ამბები