09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
რუსეთი საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის შექმნას ”პროვოკაციულ ნაბიჯს” უწოდებს

”საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნა მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია,” - ეს განცხადება ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრე გრუშკომ, ალიანსის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ალექსანდრე გრუშკოს თქმით, არ არსებობს არავითარი საჭიროება, რომ ალიანსმა ამ რეგიონში რაიმე სახის ცენტრები შექმნას.

”ჩვენ გავერკვევით, რაზეა საუბარი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ნატო-ს სამხედრო ობიექტების განლაგება წარმოადგენს დაძაბულობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესებისკენ გადადგმულ ნაბიჯს,” - აღნიშნა ალექსანდრე გრუშკომ.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონში არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ უსაფრთხოება შავიზღვისპირეთის რეგიონის სახელმწიფოებმა უზრუნველყონ.

დღის ამბები