09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
ბერლინში 65-ე საერთაშორისო კონოფესტივალი გაიხსნა

"ბერლინალეს" რიგით 65-ე ფესტივალზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ისინი კინოფესტივალზე ჯერ "ბერლინალე პალასის" წინ, წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ, რის შემდეგაც დარბაზში გადაინაცვლეს. 

"ბერლინალეს" გახსნის ცერემონიალს ფესტივალის დირექტორ-რეჟისორი დიტერ კოსლიკი და ჟიურის თავმჯდომარე დარენ აფანოვსკი წაუძღვნენ.

"ბერლინალე" ჟულიეტ ბინოშის მონაწილეობით ფილმის - „არავის სურს ღამე” ჩვენებით გაიხსნა.

ცხრა დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები ათობით ფილმს შეაფასებენ. თუმცა მთავარი ჯილდოსთვის საკონკურსო პროგრამაში შესული 19 ფილმი იბრძოლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები