18 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
150 კაცია დაკითხული, თუმცა, ძალიან მცირე ნაწილი თანამშრომლობს გამოძიებასთან - გახარია მოსწავლეების მკვლელობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, ბრალდებულების წრე გაიზარდოს. გიორგი გახარიას თქმით შესაძლოა, რომ ამ ფაქტთან შემხებლობაში მყოფ ნებისმიერ პირს შეეცვალოს სტატუსი.

მინისტრის ინფორმაციით, ამოღებულია ორი ცივი იარაღი, რომლითაც მოხდა მკვლელობა. ასევე, გიორგი გახარიას თქმით, შესაბამისი შეფასება იქნება მიცემული სკოლის ადმინისტრაციის და ასევე მანდატურების სამსახურის მოქმედების ეფექტურობას და გამოძიების შედეგად შესაძლებელია, რომ პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიმართაც დადგეს.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფი პირის ძებნის ღონისძიებები.

გიორგი გახარიამ სინანული გამოთქვა იმასთან მიმართებაში, რომ გამოკითხული მოსწავლეებიდან ძალიან მცირე ნაწილი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

მისი თქმით, დაკითხული იქნა 150 მოსწავლე და მათგან გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ძალიან ცოტამ.

„გამოძიებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ეს არის ძალზედ სერიოზული პრობელმა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში  დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი,“ -განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ძალიან სერიოზულად უნდა მიმდინარეობდეს მოზარდებთან მუშაობა, რათა მათ ჰქონდეთ დანაშაულის სწორად აღქმის უნარი. 

დღის ამბები