09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთთან ომის საფრთხეზე საუბრობს

"მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ბოლო შანსია უკრაინის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად," - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, მოკოვში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.  

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას "როიტერი" ავრცელებს.  

"თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერც კომპრომისს და ვერც სამშვიდობო შეთანხმებას, კარგად ვიცით, შემდეგ რა სცენარიც გველოდება. ამას აქვს თავისი სახელი და ეს არის ომი," - აცხადებს ფრანსუა ოლანდი. 

მისივე თქმით, სწორედ ომის თავიდან ასაცილებად, ის და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეეცადნენ უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. 

გერმანიის კანცლერი კი პუტინთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის.

ამის შესახებ განცხადება ანგელა მერკელმა დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  

"თუმცა, ჩემი აზრით და საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მცდელობა ღირს. ეს ჩვენი მოვალეობაა უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების წინაშე," - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია და კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მინსკის შეთანხმების განხორციელება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები