07 დეკემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს სახალხო დამცველი ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაკავების ფაქტს ეხმაურება ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და როგორც კი სააკაშვილის საკითხი საქართველოს იურისდიქციის ნაწილი გახდება, ისინი პროცესში ჩაერთვებიან.

„სახალხო დამცველი არის ვალდებული, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებები, მათ შორის საზღვარგარეთ. შესაბამისად, როგორც კი ეს თემა გახდება სახალხო დამცველის ან საქართველოს იურისდიქციის ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

დღის ამბები