21 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"სემეკის" წევრობის სამი კანდიდატიდან ერთი დავით ნარმანიაა

საქართველოს პრეზიდენტმა "სემეკის" წევრობის კანდიდატები წარადგინა. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა "სემეკის" სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა, მათგან ერთ-ერთი დავით ნარმანიაა, რომლის კანდიდატურად დასახელების თხოვნით პრეზიდენტს მთავრობამ მიმართა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის "სემეკის" წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა, დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება" - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

დღის ამბები