21 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
გომელაურის საიდუმლო მოლაპარაკებები - ოპოზიცია მმართველ გუნდს სააკაშვილის დევნაში ადანაშაულებს

„საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს, რაც იშვიათია, შექმნილ ვითარებას და მას, რა თქმა უნდა, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე უკრაინის ხელისუფლებასა და სუს-ის უფროსს შორის მიმდინარე სავარაუდო საიდუმლო მოლაპარაკებებს.

ექსკლუზიურად „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ვახტანგ გომელაური ბელორუსში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ უკრაინასა და საქართველოში სასამართლო პროცესები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებაზე მეტყველებს.

„არ არის გამორიცხული, რომ არის დიდი ზეწოლა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლება არის, ამ შემთხვევაში, დაბნეული და არ არის გამორიცხული და ის მართავდეს მოლაპარაკებებს,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი მმართველ გუნდს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

„სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩართული არის პოლიტიკურ დევნაში და მას აქვს წამოწყებული სწორედ ეს დევნა და ვერ აცნობიერებს, როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება, რომ რეჟიმი, რომელიც ახორციელებს დევნას, ის არის განწირული დამარცხებისთვის,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები