21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
თეა წულუკიანი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონულ ფორუმში მონაწილეობს. ინდონეზიის მთავრობის ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნეს წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ესწრება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს, როგორც „OGP“-ის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები 2018 წლის განმავლობაში.

მინისტრმა ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2018 წლის ზაფხულში საქართველო უმასპინძლებს. სამიტის ფარგლებში თეა წულუკიანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალშიც, სადაც 6 ქვეყნის მინისტრებსა და 16 ქვეყნის დელეგაციას "OGP"-ის ფარგლებში საქართველოს წარმატების გამოცდილება გაუზიარა.

„OGP“-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს.

საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

დღის ამბები