21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
პირველმა ლედიმ "მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ“ პროექტის ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს პირველმა ლედიმ პრეზიდენტის სასახლეში "მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა.

„ეს პროექტი გულისხმობდა, რომ მთელ საქართველოში გავსულიყავით და მოგვეძიებინა ინფორმაცია დედების შესახებ, თემის შესახებ, გაგვეცნო ჩვენი გამოცდილება და მერე ისინი წამოსულიყვნენ თანამშრომლობაზე და ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მუნიციპალიტეტები ჩაგვერთო ამაში,“ - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

8 თვიანი პროექტი პირველი ლედის პატრონაჟით კოალიციამ "მოძრაობა ცვლილებებისთვის“ განახორციელა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ორგანიზაციებს აერთიანებს.

დღის ამბები