21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
საქართველოში ექიმებმა პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს

საქართველოში ექიმებმა პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს. თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ონკოქირურგის განცხადებით, მასთან პაციენტი სულ სხვა ჩივილით მივიდა და პინცეტი ოპერაციამდე კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა.

როგორც გაირკვა, სამედიცინო ინსტრუმენტი ექიმებს 25 წლის წინ, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის დროს მუცელში დარჩათ. პაციენტი დღეს თავს კარგად გრძნობს.

„მინდა გითხრათ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული და ექსტრაორდინალური არ ხდება. უცხო სხეულის დატოვება და ოპერაციის შემდეგ მისი აღმოჩენა ხდება, სამწუხაროდ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა სხვა ოპერაცია ქალბატონისთვის, იმიტომ, რომ რაც დასჭირდა სხვა პრობლემის გამო ჩვენთან მოსვლა, შეიძლება არასდროს ენახა დღის შუქი ამ პინცეტს,“ - აცხადებს ექიმი - ონკოქირურგი, ირაკლი თოდუა. 

დღის ამბები