21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
წყლის გადასახადი 2018 წლიდან შესაძლოა გაძვირდეს

წყლის გადასახადი 2018 წლიდან შესაძლოა გაძვირდეს - ამ შესაძლებლობას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ხვალიდან განიხილავს. წყალმომარაგების კომპანიებმა განაცხადი რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. უკვე გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციების და ხარჯების ასახვას ტარიფში ითხოვს GWP.

GWP-მა ორშაბათამდე უკვე გაწეული ინვესტიციისა და დასახარჯი თანხის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა წარადგინოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავენ და ტარიფშიც სწორედ მის ასახვას ითხოვენ.

ინვესტიცია, მიწოდება და საოპერაციო ხარჯები - ეს არის ის კომპონენტები, რომელიც წყლის ტარიფს განსაზღვრავს. ასევე, ინვესტიციაა ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი დენის ტარიფთან მიმართებით, ელექტროენერგიის წარმოებასთან და გადაცემა -განაწილებასთან ერთად. ენერგო ომბუდსმენის თქმით, ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით დადგინდება საბოლოდ ტარიფი და ლარის კურსი ამ ეტაპზე არ არის კავშირში ღირებულების კორექტირებასთან.

თუმცა, ეკონომიკური ექსპერტები ასე არ ფიქრობენ. მათი ნაწილის აზრით, ლარის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ტარიფებთან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი და წყალი გაძვირდება. რამდენი თეთრით გაიზრდება წყლისა და დენის ღირებულება, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც "სემეკი" ტარიფს ყველა კომპონენტის დაიანგარიშებს. მომხმარებლებს წლის ბოლოს უკვე ეცოდინებათ 2018 წლიდან რამდენი თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები