25 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს - ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ახალი პროექტის მიზანი, მეღვინეობის დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის უფრო გაუმჯობესება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობაა.

„მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში ახალი სტრატეგიული სექტორის ჩამოყალიბებაზე, ამავე დროს ღვინის მმართველობითი რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე. დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს და ამ პროცესში რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები