03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
"იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია არათუ შემოაბრუნებდა, დააჩქარებდა მისი შვილის საქმის გამოძიებას," - დავით ხაჟალია

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან კავშირი არ აქვს. განცხადება ფირცხალავას უფლებადამცველმა პოსტსკრიპტუმში გააკეთა. დავით ხაჟალია აცხადებს, რომ არც ირაკლი ფირცხალავას და არც მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს არანაირი შეხება არ აქვს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან. 

დავით ხაჟალიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საქმეში ცვლილებებს ვერ შეიტანდა, გარდა იმისა, რომ დააჩქარებდა მისი გამოძიების დასრულებას. 

"თუ პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს ბრალს დასდებს იური ვაზაგაშვილის საქმეში, საგამოძიებო ორგანოს მოუწევს აღნიშნულის დადასტურება მტიცებულებებით, რომელიც დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისათვის," - განაცხადა ირაკლი ფირცხალავას უფლებადამცველმა. 

 

დღის ამბები