06 დეკემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ის გაუმართაობა, რომლითაც წარიმართა ეს პროცესი, უცნაურია - ანა დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

„ის გაუმართაობა, რომლითაც წარიმართა ეს პროცესი, უცნაურია და რეკორდულია, თუნდაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კი,“ - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე კონსტიტუციის ახალ პროექტში შესატან ცვლილებებს.

ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციის შეცვლისთვის მმართველი გუნდის მხრიდან არსებული შემართება მიუღებელი იყო.

„გავიხსენოთ, რომ შეიქმნა კომისია, რომელიც გზადაგზა ჩამოიშალა, ცვლილებები მიიღო მმართველმა პარტიამ ერთპარტიულად და სანამ პროექტი რეალობად იქცეოდა, მანამ ის შეიცვალა. დაპირება, რომელიც საზოგადოების და ვენეციის კომისიის წინაშე დაიდო, შეიცვალა. კონსტიტუცია მიღებულ იქნა თუ არა, მაშინვე დაიწყო მის ცვლილებებზე საუბარი და დღეს ჩვენ გვთავაზობენ ცვლილებების კიდევ ერთხელ ცვლილებას,"-განაცხადა ანა დოლიძემ. 

პარლამენტში დღეს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც ცვლიელებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. 

აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიციაში არ მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ თუ საიდუმლო ინფორმაციის ცნება გაფართოვდება, მაშინ საზოგადოებისთვის ბევრი ინფორმაცია ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

დღის ამბები