09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
რა დაპირება მისცა ლუკაშენკომ პუტინს?

ვლადიმირ პუტინი სოჭში ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში ე.წ. „ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში დაგეგმილი მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

შეხვედრა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს შორის ოთხშაბათს უნდა გაიმართოს. ბელარუსის დედაქალაქში ოთხი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურები უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარებიდან გამოსავალის პოვნას შეეცდებიან.

ლუკაშენკო დაჰპირდა პუტინს, რომ შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს პირადად გააკონტროლებს.

"ხალხი დონეცკში, დონბასში და უკრაინაში არაა ჩვენთვის უცხო. ამიტომ ბელორუსი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. ოთხშაბათს საღამოსთვის მინსკში ყველაფერი მზად იქნება, რომ მოლაპარაკებები მშვიდად გაიმარეთოს," - განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება.

ცოტა ხნის წინ დავასრულე საუბარი გერმანელ, ფრანგ და უკრაინელ კოლეგებთან. გადავწყვიტეთ, რომ გავმართავთ მოლაპარაკებებს მინსკში. თუ გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით, ეს შეხვედრა ოთხშაბათს შედგება," - განაცხადა პუტინმა.

 

დღის ამბები