09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
დებალცევოზე ავიაიერიშს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება მოხდა დონეცკში. უკრაინული სააგენტოები თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქდა იარაღის საწყობი.

ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთში მთელი ღამე გრძელდებოდა. ქალაქ დებალცევოში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად, გარდაიცვალა 5 მშვიდობიანი მოსახლე.

პარალელურად, ეუთოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული პირები უკანონოდ შედიან. ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც.

"იმედი მაქვს, ბატონი პუტინი ხვდება, რომ ის არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგს არღვევს, არამედ დიდ ზიანს აყენებს რუსეთს. ის არის ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის შეპყრობილი. მას სწამს, რომ მაიდანი შეერთებული შტატების მოწყობილია და უკრაინელებს ამაში წვლილი არ მიუძღვით," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები