09 მაისი 2024,   02:30
ვრცლად
ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები