09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 22 ადამიანი დაიღუპა[ფოტო]

22 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი არეულობის დროს.

დედაქალაქის ორი კლუბის - ზამელეკისა და ენპის გუნდების შეხვედრა გულშემატკივართა შეტაკებების გამო შეწყდა.

არეულობა კაიროს ქუჩებში გაგრძელდა. საქმეში პოლიცია ჩაერია და სწორედ სამართალდამცველებთან შეტაკებების შემდეგ გარდაიცვალა 22 გულშემატკივარი.

როგორც ეგვიპტური საინფორმაციო საშუალებების იუწყებიან, 22-ვე გულშემატკივარი ზამელეკის გუნდის ქომაგია.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტე სტადიონებზე მომხდარი არეულობებით ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს პორტსაიდში მომხდარ ინციდენტს 72 გულშემატკივარი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები