09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ბრაზილიაში სამართალდამცველებმა ფეხბურთის 42 გულშემატკივარი დააკავეს

ბრაზილიაში ფეხბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა. 

მასობრივი ჩხუბი სან პაულუს რკინიგზის სადგურში მოხდა. ერთმანეთს სან პაულუსა და კორინტიანსის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ.

„ასოშიეტიდ პრესის” ინფორმაციით, ქომაგებს შორის ჩხუბი მაშინ მოხდა, როდესაც სან პაულუს გულშემატკივარი პეკაემბოს სტადიონიდან კლუბის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ბრუნდებოდა. სან პაულუს ქომაგები უმცირესობაში აღმოჩდნენ და თავს გაქცევით უშველეს.

მდგომარეობა კი ოთხი თებერვლის შემდეგ დამძიმდა, როდესაც კორინტიანსის გულშემატკივარმა სან პაულის თავდამსხმელს ხოსე პაულო გერეროს დაესხა თავს.

ამის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებს შორის შეტაკება თითქმის ყოველდღიურ ხასიათს ატარებს.

 

დღის ამბები