03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ზურაბ ჭიაბერაშვილს არ სჯერა, რომ ხელისუფლებაში არის პროკურატურის რეფორმის პოლიტიკური ნება

„ნაციონალურ მოძრაობას” არასამთავრობო სექტორის მიერ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების შესახებ წარდგენილი კონცეფცია მოსწონს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ პროკურატურის დამოუკიდებლობას მთავრობა დაუშვებს.

ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა, რომელიც სასტუმრო "რედისონში" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალოვანი სტრუტურების რეფორმირებაზე წარმოდგენილი კონცეფციის განხილვას ესწრება.

„წინადადებები, რომელსაც არასამთავრობო სექტორი წარადგენს, ნამდვილად ღირს განსახილველად, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვეპარება, რომ ხელისუფლებაში და პირადად ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური ნება, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე შეიცვალოს, იმიტომ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკური დევნის იარაღი და დაინტერესება, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეიცვალოს, არ არსებობს,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები